ხაზარაძე – შერიგება არ გულისხმობს, რომ ერთმა მხარემ მეორეს შეუნდოს, შედეგი დადგება მხოლოდ კოალიციური მთავრობისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობებში

შერიგების იდეას „ლელო“ აყენებდა პირველივე დღიდანვე, როდესაც მოვედით პოლიტიკაში. ეს გულისხმობს არა იმას, რომ ერთმა მხარემ მეორეს შეუნდოს, შედეგი დადგება მხოლოდ და მხოლოდ კოალიციური მთავრობის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობებში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ეროვნულ შერიგებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება ძალაში.

„თქვენ იცით, რომ შერიგების იდეას „ლელო“ აყენებდა პირველივე დღიდანვე, როდესაც ჩვენ მოვედით პოლიტიკაში. ეს გულისხმობს არა იმას, რომ ერთმა მხარემ მეორეს შეუნდოს, რადგან ორივე ძალას აქვს თავისი პრობლემები, შედეგი დადგება მხოლოდ და მხოლოდ კოალიციური მთავრობის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობებში. უნდა მოხდეს გადატვირთვა ჩვენი ყველა ძალების და ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ვიწყებთ ახალი საქართველოს მშენებლობას. სხვა შემთხვევაში, იმ გამოწვევის პირობებზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, იქნება ძალიან მძიმე შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. რიგგარეშე არჩევნები იქნება ძალაში აუცილებლად, არა მარტო იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები, მიიტაცა და შემდეგ სხვა მოვლენებით გადაფარა ეს ყველაფერი, არამედ იმის გამო, თუ გვინდა ქვეყანა წავიდეს წინ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაში წინა ხელისუფლების ძალოვანი ორგანოს მაღალჩინოსანი ეხმარებოდა
შემდეგი სტატიაწერეთელი – ხელისუფლების ქმედებები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებით, ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს და მიგვაქანებს რუსეთთან ალიანსისკენ