ხაზარაძე: შეხვედრაზე ექვსპუნქტიანი დოკუმენტი შეადგინეს, რომელზე მუშაობაც გაგრძელდება

„კიდევ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ დღეს არ უნდა იყოს კუნთების თამაში, ვის უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვინ უფრო ძლიერია ქუჩაში, ვის უკავია ხელისუფება. კუნთების თამაშმა შეიძლება ეს ქვეყანა მიიყვანოს ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. პოლიტპატიმრების ნაწილსაც შევეხეთ. კატეგორიულად იყო საკითხი დასმული, რომ ვიდრე მელია არის ამ მდგომარეობაში, ძალიან ძნელია საუბრის გაგრძელება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ გამოსავალსაც ორივე მხარე ერთად ვნახავთ. ჩამოიწერა დაახლოებით ექვსი პუნქტი. ეს დოკუმენტი თვითონ პრეზიდენტმა შეადგინა. მე ამის გასაჯაროების უფლება არ მაქვს. შევნიშნე, რომ ღარიბაშვილმა საუბრის რაღაც ნაწილი დაუთმო ისევ წარსულს და მერე შევთანხმდით, რომ უნდა ვისაუბროთ მომავალზე“, – მის შესახებ „ლელოს“ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

https://youtu.be/fOOAnfzDhds

 

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამონახოს საერთო ენა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ეს არის ერთადერთი სწორი ჩარჩო