ხაზარაძე სებ-ის პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუწოდებს თანამდებობიდან გადადგეს. მან ეს განცხადება პარლამენტში გვენეტაძის 2020 წლის ანგარიშის წარდგენის დროს გააკეთა.

“მე მინდა გითხრათ დასკვნის სახით, რომ ესეთი ანაზღაურების მენეჯერს ვერცერთი და არცერთი, გარანტიას გაძლევთ, კერძო ბიზნესი არ დაიქირავებს იმ შედეგების მიხედვით, რასაც თქვენ დებთ, მოგიწოდებთ პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და გადადგეთ იმ თანამდებობიდან რომელსაც იკავებთ აბსოლოტურად ყოველგვარი შედეგის გარეშე”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ გვენეტაძისთვის კითხვის დასმის დროს სამი საკითხი გამოყო:

ლარის კურსი – რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს 40%-ზე მეტად გაუფასურუდა;
ინფლაციის დონე, რომელიც “გაგექცათ და ვერ აკონტროლებენ ვერანაირ სამომხმარებლო ფასებს”
ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რომ საერთაშორისო ბიზნესმა ან თუნდაც ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიების მფლობელობაში.
ხაზარაძის თქმით, კანონის შესაბამისად მკაფიოდაა გამოკვეთილი თუ რაზეა სებ-ი და მისი პრეზიდენტი პასუხისმგებელი და რომ ეროვნული ბანკის მუშაობას შეფასება მიეცემა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
შემდეგი სტატიაპროფესიული განვითარების საბჭომ რვა ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა