ხაზარაძე – სასწორზე დევს, არც მეტი, არც ნაკლები ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი

ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ გადაწყვეტის აუცილებლობას, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ხაზარაძე ევროპარლამენტარების განცხადებას ეხმაურება.

„სასწორზე დევს არც მეტი არც ნაკლები ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი, ქვეყნის ეკონომიკის სრული კოლაფსი. ოპოზიციამ დანიელსონის ხუთპუნქტიანი შეთანხმებიდან სამ საკითხზე სრული თანხმობა განაცხადა; რაზეც მსგავსი თანხმობა ქართული ოცნებისგან არ მიგვიღია.

პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, როგორც უაზრო და უშინაარსო, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ოცნება“ არაა დაინტერესებული, პრეზიდენტ მიშელის მედიატორობით მიღწეულ იქნას შეთანხმება.

„ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზადყოფნას დარჩენილი ორი საკითხის შესათანხმებლად“,- აცხადებს ხაზარაძე.

მისივე თქმით, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „ლელო“ სთავაზობს ხელისუფლებას, რომ შეიქმნას ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო.

„რაც შეეხება ეკონომიკას, საგანგაშოა ის გარემოება, რომ მთავრობას არ გააჩნია ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა,„ლელო“ კიდევ ერთხელ სთავაზობს ხელისუფლებას, რომ შეიქმნას ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო, „ლელო“ მზადაა თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინოს განსახილველად,

მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, ახლა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ავარიდოთ მოსალოდნელი ეკონომიკური კრახი“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშითბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე უბანში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყო
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა