ხაზარაძე – რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა

რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

მისივე თქმით, „რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ”

„რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში?!”

რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა.

დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია – რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, „ჰეზბოლას“ გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა!

მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ!

არ გაუვათ! რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ”,-წერს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიდავითაშვილი – 2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საგარეო უწყება – საფრანგეთი წუხს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო