,, ხაზარაძე, რომელიც ივანიშვილმა ჩართო PR კამპანიაში, არის ივანიშვილის მძარცველობის სქემის ნაწილი”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს თანამშრომელთა ზეწოლაში ადანაშაულებს. მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხაზარაძეს არ აქვს უფლება ისაუბროს იმ ადამიანების სახელით, ვინც მისი ბიზნესის წარმომადგენელია.

„6 წლის თავზე წარუმატებელი და ძალიან მავნებელი ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, ეს რევანშიზმი კი არ არის, ეს არის დემოკრატიის ზეიმი და ქართველი ერის მიერ საკუთარი ღირსების დაცვა, ხოლო ხაზარაძე, რომელიც ივანიშვილმა ჩართო თავის პიარკამპანიაში და აშანტაჟებს ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით, არის ნაწილი ივანიშვილის მძარცველობის სქემის, საქართველოში სამი ბანკი, მათ შორის თიბისი, აკონტროლებს საბანკო აქტივების 90 პროცენტს, არის სრული მონოპოლისტი. ეს არის ის ხალხი, ვინც ყოველდღიურად ძარცვას საქართველოს, მათ ერთი მილიონი გააკოტრეს და გაატყავეს მევახშური ქმედებებით. სწორედ ის და ივ უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილთან ერთად ატერორებდა და ძარცვავდა ომეგა ჯგუფს და ბატონ ოქუაშვილს, ისევე როგორც უამრავ სხვა ბიზნესს,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს უახლეს ისტორიაში მხოლოდ ერთი რევანშისტული პოლიტიკური ძალაა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“
შემდეგი სტატიაივანიშვილი თუ პრეზიდენტის პოსტს ჩაიგდეს ხელში, იმ წამში დააბრუნებენ მარიხუანას ექსპორტის კანონპროექტს