ხაზარაძე: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება.

როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, „პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ძალა არის ხალხი! ლეგიტიმური პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან!“

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით.

მე გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო!

რუსი ოლიგარქის კარზე მიმდინარე სამარცხვინო პაროდიის ფონზე, დღეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა თავისუფალი, ქართველი ხალხის უპირატესობა!

ბრძოლა გრძელდება! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ერთად დავასრულებთ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას! ჩვენ ერთად დავასრულებთ კრიზისს ჩვენს ქვეყანაში და წავიყვანთ საქართველოს ევროპაში!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს ასეთი პაროდიები არ ეკადრება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – არჩევნებისთვის მზად უნდა იყვნენ ახალი ძალებიც, რომელიც პროტესტის დროს გამოიკვეთა, ისინიც, ვინც ხვალინდელ პოლიტიკაში აპირებს ყოფნას, თქვენი ჯერია, ამაში მეც დაგეხმარებით