ხაზარაძე: ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი

“ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი. “ქართულმა ოცნებამ” ეს სენი ახალ სიმაღლეზე და ელიტურ დონეზე აიყვანა ხელი-ხელს ბანს პრინციპით.

ვისაც ცოტა მაინც თუ ესმის ამ პრობლემის შედეგების სიმწვავის, მათ კარგად იციან, თუ რატომაა საქართველო სიღატაკეში, რატომ არ დებენ ჩვენს ქვეყანაში ინვეტიციებს, რატომ ტოვებენ ახალგაზრდები სამშობლოს.

ჩვენ ამას შევცვლით!
ხვალ ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტში მოახდენს ანტიკორუფციული კანონის ინიცირებას.

ამ პროცესს რეალური შედეგი მაშინ მოყვება, თუ ეს ჩვენი ყველას ერთობლივი ბრძოლა იქნება. კორუფციის დამარცხება უნდა იქცეს ფართო საზოგადოებრივ მოძრაობად.
ამ “ჯახში” თითეული ჩვენგანი უნდა იდგეს რიგით ჯარისკაცად.

ყველა კორუმპირებული უნდა იქნას მხილებული და დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით, სანამ კორუფცია ქვეყნის ღალატის ტოლფას დანაშაულად არ იქნება აღქმული, ჩვენ ამ ჩაკეტილ წრეს ვერ გავარღვევთ!”-აცხადებს მამაუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიკალა კალაძე – ჩემ მიმართ გახარიას გუშინდელი განცხადება ბევრმა გაიკვირვა, რადგან სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ ოპონენტების მხრიდან ერთმანეთის მიმართულებით თავდასხმებს
შემდეგი სტატიაკალაძე: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შანსი აქვს, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს, „ქართული ოცნებაა”