ხაზარაძე: ქვეყანა იზოლაციაშია და რუსულმა ხელისუფლებამ გადაკეტა ევროპისკენ მიმავალი გზა

რუსული ხელისუფლება საქართველოში, რომელმაც ჩარაზა ყველა კარი განვითარების, მოაქცია ქვეყანა იზოლაციაში და გადაკეტა ევროპისკენ მიმავალი გზა, რომელიც არის ქართველი ხალხის და ჩვენი მოქალაქეების არჩევანი, კონსტიტუციურად გამაგრებული.

ამიტომ, ყოველგვარი ილუზია, მინდა მივმართო პირველ რიგში ქართული ოცნების ამომრჩევლებს, უნდა გაიქარწყლოთ.

პერსპექტივა ამ ქვეყნის, ამ ხელისუფლების პირობებში არის ის, რომ ტამბოვისკენ მიემართება ქვეყანა და ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო, მოღალატეობრივი ხელისუფლება ჩამოვაშოროთ არჩევნების გზით ქვეყანას და მოვიყვანოთ ქვეყანაში პროევროპული ძალები,-თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა.

banner
წინა სტატიაშიოლექსი გონჩარენკო – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის შეჩერება გამოაცხადა, თამაში დამთავრდა – საქართველოს მმართველი პარტია რუსეთზე მუშაობს
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: მათი გზა ყოველთვის იყო უღირსად და მონობით რუსეთისკენ