ხაზარაძე: „ქართული ოცნების“ განცხადება უპასუხისმგებლოა, ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას

„ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადება არის უპასუხისმგებლო განცხადება იმ ძალისა, რომელიც ცალმხრივად ტოვებს შარლ მიშელის დოკუმენტს. ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა, რადიკალიზმისკენ მიმართვა ჩვენი საზოაგადოების, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის„ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„აქვე, მინდა, გითხრათ, რომ „ლელო“ გააკეთებს ყველაფერს, რათა რადიკალიზაციას არ მისცეს გასაქანი ამ ქვეყანაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი და იმიტომ გამოვიდა ამ ხელშეკრულებით, იციან, რომ ისინი 43 პროცენტს ვერ დააგროვებდნენ.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებას, პირველ რიგში, ჩვენს ოპოზიციურ პარტნიორებს, ყველა ოპოზიციურ ძალას, სასწრაფოდ დავუთმოთ კონსულტაციები. ჩვენ უკვე ხაზზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ ყოვლად უპასუხისმგებლო დესტრუქციულ განცხადებას, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არ მივცემთ საშუალებას, რომ გატარდეს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ, ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად ძალიან წყნარად, მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. ეს ნაბიჯები იქნება მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი “ოცნების” განცხადებაზე: შედეგებზე პასუხს აგებს პირადად ოლიგარქი
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია: ოცნებამ ოფიციალურად დაიკიდა მიშელის დოკუმენტი