ხაზარაძე – „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომლის მართვის მეთოდია დაშინება და ხელისუფლების შენარჩუნება

„ქართული ოცნება“ არის შეკრული კრიმინალებეთან. მთელმა საზოგადოებამ იცის მეგის ქარდავას ე.წ. მოღვაწეობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ცხრა წელი რომ ვერ ჩამოგყავს და არჩევნების წინ ჩამოგყავს, იწყებ ისეთივე სპექტაკლს, როგორიც შარშან დაიწყეს გარეჯზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მართვის მეთოდი დაშინებაა.

„როცა ლაპარაკობენ მიშა სააკაშვილის ჩამოსვლაზე, თუ ის ბრალდებულია და ამდენი ხანი ვერ ჩამოგყავს რომ სიმართლე დადგეს, ამას იყენებ მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნო ხელისუფლება, ეს დანაშაულია. ეს არის ერთი ძალა, რომლის მართვის მეთოდია დაშინება და ხელისუფლების შენარჩუნება“, – განაცხადა ხაზაძაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – სააკაშვილის მჩაგვრელი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეკლესიის დისკრედიტაცია იყო
შემდეგი სტატიასააკაშვილი – თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა ვინმეს ახსოვს, როცა ჩემს დროს გამოსულიყო პირადი ცხოვრების შემცველი მასალები?