ხაზარაძე: პრინციპულად დოკუმენტი მისაღებია, თუმცა, ხვალ, ყველა პუნქტს გავიტანთ პოლიტსაბჭოზე

“პრინციპულად ეს დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა ლელო ამ ყველა პუნქტს ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს და პოზიცია საბოლოოდ დააფიქსიროს”, – ამის შესახებ თქვა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, მედიატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“დოკუმენტის ბოლო ორი საკითხი იყო ის საკითხი, რაზეც საბოლოო შეჯერება უნდა მომხდარიყო, პრინციპულად ეს დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა ლელო ამ ყველა პუნქტს ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს და პოზიცია საბოლოოდ დააფიქსიროს. ასევე გეტყვით, რომ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ, აქვე მინდა ვთქვა, რომ შეთანხმების მეორე მონაწილე “ქართული ოცნება” ბოლო წუთს ჩაეხსნა შეხვედრას და ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ მათ არ უნდათ შეთანხმება და იმპულსურად მოქმედებენ, რაც აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს”, – აცხადებს ხაზარაძე.

მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი არჩევნები იმ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ოცნება“ ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს
შემდეგი სტატიავაშაძე: დოკუმენტი მისაღებია, მაგრამ ვიმსჯელებთ პოლიტსაბჭოსთან