ხაზარაძე: პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები

პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები, პლებისციტი არის სწორედ ის, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ, ჩვენს მოქალაქეებს ვკითხოთ თავიანთი მომავლის ბედი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„თუ ადამიანებს ვეუბნებით, არჩევანი გააკეთოს, მაშინ რატომ არ უნდა ვკითხოთ, უნდათ თუ არა ჩვენ მომავალო საპარლამენტო არჩევნები 2022-ში“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, პროცესი ჩიხშია შესული, ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში და გამოსავალი ამ ვითარებიდან, განვითარებაზე სტაბილური გადასვლაა.

„განვითარებაზე გადასვლის ყველაზე საუკეთესო საშუალება არის ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩეველს ვკითხოთ, სჭირდებათ მათ თუ არა ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. „ლელოს“ აქვს ძალიან მყარი პოზიცია, ვფიქრობ, ეს არის ცივილური პოზიცია ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს თანამოქალაქეებს და ეს იქნება პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება. ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება რიგგარეშე არჩევნები. როგორ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, ეს არის ტექნიკის საკითხი, ამის ერთ-ერთი კარგი საშუალება არის პლებისციტის ჩატარება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: თეა წულუკიანი – ის ქობულეთელი გოგო სკოლაში ხომ დადიოდა, მაინტერესებს, რა გააკეთეს მასწავლებელმა და სკოლის დირექტორმა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – 2006 წელს განზრახ მკვლელობის 323 ფაქტი იყო, დღეს არის 86 ფაქტი, ასეთი სხვაობაა და მაინც ამბობენ, კრიმინალმა მოიმატაო