ხაზარაძე ნიკა მელიას ციხეში ხვდება

მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიასთან ციხეში შედის.

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე თქვა, რომ ენმ-ის დაკავებულ ლიდერს ორ საკითხზე ესაუბრება – ევროკავშირის გირაოსა და პარლამენტში 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

“უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ მიშელის შეთანხმება შესრულდეს. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პუნქტები შესრულდეს. პირველი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა გათავისუფლდა პარლამენტში შესვლისთანავე. მინდა ორ თემაზე ვესაუბრო ნიკა მელიას. პირველი – ევროკავშირი და მსიი ფონდები დამნაშავეეებისთვის გირაოს არ იხდიან. ეს ფაქტი უნდა იყოს გამოყენებული აუცილებლად. მეორე –
“ლელო” შევიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, რომელიც სრულად გამოიძიებს 20 ივნისის საქმეს და სწორედ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ამნისტიის კანონის მიღება”, – ამბობს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – არასდროს დაგვიტოვებია დედაქალაქის მოსახლეობა პრობლემების პირისპირ და არც ახლა დავტოვებთ
შემდეგი სტატია“რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელობის მორიგი შეთავაზება გაფიცულ თანამშრომლებს