ხაზარაძე: მთავარია, რომ თანამზრახველები ვნახოთ

“მთავარია, რომ თანამზრახველები ვნახოთ ამ რეფორმების გატარების საქმეში”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენი კარები ღიაა და იმიტომ დავარქვით ჩვენ ფრაქციას “პარტნიორობა საქართველოსთვის”. აქედან ყველაფერი ნათელია. ვისაც უნდა საქართველოში სერიოზული რეფორმების განხორციელება და ვისაც უნდა, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს ბავშვთა შიმშილი, უკიდურესი გაჭირვება და რაც ყველაზე მთავარია, დაიწყოს შემოტრიალება და ეკონომიკური განვითარება, გვაქვს კონკრეტული ხედვა და ყველას ვეპატიჟებით. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთ ფრაქციაში გაწევრიანდეს. მთავარია, რომ თანამზრახველები ვნახოთ ამ რეფორმების გატარების საქმეში”, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშისამეცნიერო კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია: ვაქცინაცია ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ დაიწყო და მხოლოდ 14 ადამიანი აიცრა