ხაზარაძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვაცხადოთ ფართო საზოგადოებრივი პლატფორმა

დღეს ჩვენ კოალიციურ ფორმატში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვაცხადოთ ფართო საზოგადოებრივი პლატფორმა, ანუ ზეპარტიული მოძრაობა, – ამის შესახებ „ლელოს“ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, აღნიშნულ პროტესტში ყველა უნდა ჩაერთოს.

„საკითხი, რომელიც ჩემმა მეგობრებმა დღეს დააყენეს და ყველას თვალწინ ხდება, ჩვენი ქვეყნის დეკლარირებული კურსის შეცვლა, ქვეყნის ისევ იმპერიის წიაღში დაბრუნება, დაუშვებელია. ეს არ არის რომელიმე პარტიის საქმე, ეს არის თითოეული ჩვენი თავისუფალი მოქალაქის საქმე. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, ყველაფერი გადავდოთ გვერდზე, შემოუერთდით ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, თავისუფალმა ადამიანებმა დავიცვათ თავისუფალი ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამ პლატფორმას ექნება ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ყველა იმ მცდელობას, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია „ქართული ოცნება“ ჩვენს საზოგადოებას თავს ახვევს და უცვლის ამ ქვეყანას კურსს, ამას არ დავუშვებთ. მოგიწოდებთ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ექიმებს, ყველას, შემოგვიერთდით. ეს არის ზეპარტიული ღონისძიება, რადგან საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის კურსს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ჩვენ, ასევე „დროას“ ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და მგონია, რომ ესაა სწორი გზა
შემდეგი სტატიააქ ერთი ჯილდო უფრო მეტი ღირს, ვიდრე მთელი ქართული ოცნება თავის დამფუძნებლიანად – პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზე