ხაზარაძე: მინდა ვისურვო, მომავალში პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად

ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ხაზარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს დღე გარდატეხის წერტილი იქნება.

„მინდა შევუერთდე გამომსვლელებს და მადლობა გადავუხადო ყველას მოთმინებისთვის. მინდა ვისურვო, რომ მომავალში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად და ამდენი შუამავალი. მინდა ვისურვო, რომ დღევანდელი დღე იქნება გარდატეხის და შემოტრიალების წერტილი ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების, რამეთუ ძალიან ბევრი წელი დავკარგეთ ერთ ადგილზე დგომით და უკან გადადგმული ნაბიჯებით. მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც წინა სცენაზე არ იდგა მოლაპარაკების დროს, მაგრამ ასრულებდა ძალიან დიდ ტექნიკურ და მხარდამჭერ სამუშაოს, რამაც დღევანდელი დოკუმენტი გახადა რეალობა, მინდა რომ საქართველომ გაიმარჯვოს და ჩვენი ქვეყანა იყოს ძალიან წარმატებული“,- განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: გაკეთდა მნიშვნელოვანი განმარტებები ისეთ საკითხებთან მიმართებაში,როგორიცაა პატიმრების საქმეები, როგორიც არის 43-პროცენტიანი ნდობის ზღვრის გამოყენება თვითმმართველობის არჩევნებში
შემდეგი სტატიაპოლიციამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა