ხაზარაძე: მელია არის მხნედ, იგი იზიარებს, რომ ევროკავშირის გირაო მართლაც უპრეცედენტოა

“ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ უკვე დატოვა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მოინახულა.

ხაზარაძის თქმით, ნიკა მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა.

“ნიკა არის მხნედ, ჯანმრთელად. ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალული, იგი პრინციპულად იზიარებს იმას, რომ ევროკავშირის გირაო არის მართლაც უპრეცედენტო რამ, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის. ალბათ, უახლოეს დღეებში თვითონ გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით. ამ იდეას პრინციპულად ეთანხმება. სამწუხაროდ, ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს გირაოს, რომ შემდეგ “ოცნებამ” დაამადლოს, რომ დაეთანხმა გირაოს. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ეს არ შეეხოს ნიკას თავმოყვარეობას და იმ პრინციპს, რისთვისაც ის ამდენი ხანია ციხეშია”,- განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ – ევროსასამართლომ სააკაშვილის სარჩელი წარმოებაში მიიღო
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 20:30 საათზე ჩამოიტანენ