ხაზარაძე ხელისუფლებას – ქართველ ხალხს თქვენი გაშვების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ეს იქნება თქვენი ვერდიქტი

ყოველდღე რომ გვატაროთ აქ, ქართველ ხალხს თქვენი ხელისუფლებიდან გაშვების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ეს იქნება თქვენი ვერდიქტი, – ამის შესახებ ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა სადაც ე.წ. ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი იმართება.

„ეს არის პირდაპირი ხელის შეშლა, წარმოუდგენელი სიჩქარით და ინტენსივობით მიდის ჩვენი სასამართლო პროცესი. მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და მის მესვეურებს, რომ დროა თქვენი წასვლის. მოვიდა დრო, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ხელისუფლება და პერსპექტივა ამ ქვეყანაში. ყოველდღე რომ გვატაროთ აქ, ქართველ ხალხს თქვენი ხელისუფლებიდან გაშვების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ეს იქნება თქვენი ვერდიქტი. ვერანაირი განაჩენი ჩვენ ზიანს ვერ მოგვაყენებს, ვართ მართლები და ამ სიმართლეს დავამტკიცებთ რა დროც არ უნდა დასჭირდეს, თუნდაც თქვენს უსამართლო სასამართლოში”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

წინა სტატიაშიბითაძე – „ენკას“ განცხადება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არ არის
შემდეგი სტატიავაშაძე – კომუნიკაცია მქონდა აშშ-ის საელჩოსთან, წინასაარჩევნოდ რაც ხდება, ნორმალურ გარემოდ ვერ ჩაითვლება