ხაზარაძე – კალაძემ ნარკოტესტი „ქართულ ოცნებაში“ ჩაატაროს – ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს

კალაძეს ვურჩევდი ეს ინიციატივა „ქართულ ოცნებაში“ ჩაეტარებინა, თავის თანაგუნდელებში, ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს შიგნით, – ასე აფასებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას მერობის კანდიდატებისთვის ნარკოტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კალაძის თანაგუნდელებში ნარკოტესტის გაკეთების გარდა სხვა ინიციატივის აზრს ვერ ხედავს და ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითის მიცემა მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს.

„სხვა ინიციატივის აზრს ვერ ვხედავ, მე ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კარგი მაგალითი, მაგრამ ეს მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს, კარგია რომ მის თანაგუნდელებშიც მსგავსი ტესტი ჩატარდეს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიარაეფექტიანი პარლამენტი და ძალადობა რეაგირების გარეშე – SJC 5-6 ივლისის მოვლენებზე
შემდეგი სტატიამოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის 1 მარტიდან გახდება