ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე – გაუფასურებული ლარი და დანაკარგი ქართულ ეკონომიკას

ანალიტიკოსებისა და ბიზნესმენების შეფასებით, TBC ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნის გამო ქვეყანამ 900 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა.

მათი შეფასებით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, რადგან ამ ოდენობის თანხის დაკარგვას თან ახლავს ლარის ყოველდღიური გაუფასურება საბოლოო ჯამში კი ლარის მყიდველუნარიანობა ამ დროისათვის 10% არის შემცირებული.

„ლარის გაუფასურება წლის დასაწყისიდან დღემდე ეს არის 10% -იანი. ეს ნიშნავს, რომ ლარის მსყიდველუნარიანობა 10% არის გაუფასურებული. რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს- 24 ივლისიდან ბირჟების დახურვამდე, როცა ატყდა რეალურად ეს ამბავი არის 734 მილიონი ლარის ზარალი, რომელიც არ მიუღია მხოლოდ TBC ბანკს, ოთხივე კომპანიამ მიიღო. თუმცა არის კვირეულის თვლადი, რომელიც უკვე შაბათ-კვირას გამოიხატა მთელი კვირის განმავლობაში 250 მილიონი ფუნტ სტერლინგია, რაც ოთხმა ქართულმა კომპანიამ გადაიხადა ლონდონის საფონდო ბირჟაზე მყოფმა, რაც არის 900 მილიონი ლარი. ეს არის საფასური, რომელიც ქართულმა ეკონომიკამ გადაიხადა,“- აცხადებს ”Forbes Georgia” მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე.

აგროტექნიკ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი ფადი ასლი ამბობს,რომ ხაზარაძისადა ჯაფარიძის ეჭვმიტანილად გამოცხადების დღიდან ქვეყანაში საინვესტიციო გარემო მოიწამლა, ხოლო ბრალის წაყენების შემდეგ ქვეყანამ 400 მილიონი დოლარი უკვე დაკარგა.

„უკვე ვნახეთ შედეგები თებერვლის შემდეგ, როდესაც ეჭვმიტანილებადგამოაცხადეს ატმოსფერო მოიწამლა ქვეყანაში, ინვესტორებმა დაიწყეს გასვლა.როდესაც ბრალი წაუყენეს ქართული კომპანიების კაპიტალიზაციამ 400 მილიონი დოლარი დაკარგა. ამით იზარალა ქართულმა ეკონომიკამაც, დოლარის კურსი გაიზარდა, არ ხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხალხი საერთოდ არ უყურებს საქართველოს,“ -ამბობს ”აგროტექნიკ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი ფადი ასლი.

banner
წინა სტატიაში,,ოკუპირებულ აფხაზეთში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს”
შემდეგი სტატია,, ჩვენი მხრიდან განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურად განაცხადებს გრიგორი კარასინის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ”