ხაზარაძე, ჯაფარიძე, ხოშტარია – თბილისის მერის მოადგილეები მელიას გამარჯვების შემთხვევაში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მელიას გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მერის მოადგილეები მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე იქნებიან.

„ეს ადამიანი დამატებით ბევრ რამეს უზრუნველყოფს თბილისის საკეთილდღეოდ. მერიაში ავრცელებენ ჭორებს, რომ თუ ჩვენ დავმარცხდით, საკადრო წმენდა იქნებაო. არავინ, არცერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ ამას. არ არსებობენ კანდიდატები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში იტყვიან, რომ დიახ, მისთვის მოვდივართ მერიაში, რომ თქვენ გაგყაროთ. მაგრამ ის შემადგენლობა, რომელიც არის, რომც მინდოდეს, დაუოკებელი სურვილი რომც მქონდეს, არც მამუკა ხაზარაძე, არც ზურა გირჩი ჯაფარიძე და არც ერთი ადამიანი, რომელსაც ახლა წარვადგენ, ამას არ გამაკეთებინებს, ვერც გავაკეთებ. მართვის ეს მოდელი სწორედ ამით განსხვავდება იმ მოდელისგან, რაც გვაქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც გამორჩეულია საკუთარი ენერგიით და ადამიანის უფლებების დაცვით. ბრძოლის წინა ხაზზე მიდის ხოლმე. რიგითობით ჩემზე წინ მიდის ხოლმე ბრძოლის წინა ხაზზე “,- განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხარჩილავა: კოალიციური მთავრობა მოდის არაერთპარტიული გეგმებით!!
შემდეგი სტატიანიკოლოზ ყიფშიძე – მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს ჰოსპიტალში