ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია.” ამით გაიმეორა პუტინის “რაშისტული” ნარატივი. დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო – არა განვითარებას, არა მომავალს, არა ევროპას – კი, რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას. ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში.ასე ეხმაურება ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ გამოსვლას.