ხაზარაძე: ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, ადამიანი რომ მოკლა, ბიზნესში იმის ტოლფასია

„სამი წლის განმავლობაში რაღაც ისეთი ფაილი ხომ უნდა აღმოჩენილიყო, რითაც დასტურდება, რომ მე და ბადრი ვიღაცას შევხვდით, რომ ვიღაცას თვალი ჩავუპაჭუნეთ. როცა 12- წლიან პატიმრობაში გვიშვებთ, ამისთვის რაღაც ფაქტი ხომ უნდა არსებობდეს?!”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე პირველად აძლევს ჩვენებას.

“ლელოს” ლიდერი ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურის წარდგენილ ბრალს დაადასტურებს, საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და მას დაზარალებულები არ ჰყავს – მე და ბადრის ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, ადამიანი რომ მოკლა, ბიზნესში იმის ტოლფასია – ამბობს ხაზარაძე.

მისი თქმით, ე.წ. ფულის გათეთრების ბრალის წაყენება, ანაკლიის პროექტის ჩაგდებას ემსახურებოდა, რასაც ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა მიაღწია კიდეც.

დღევანდელ პროცესზე ხაზარაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ე.წ. მუქარის წერილზე, რომელიც მისივე თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო.

“თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, საერთაშორისო დონეზე ვიქნებოდით შევიწროებული. ეს შეეხებოდა ჩვენს რეპუტაციას და იყო სერიოზული მუქარები, ბუნებრივია ეს არ შევასრულეთ. ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ. როგორც კი ნახეს, რომ ჩვენ არანაირი ქმედება არ განვახორციელეთ და ვერც განვახორციელებდით, რადგან ამ ტელევიზიაში ( ტვ პირველი) არც მფლობელობა გვქონია და არც არანაირი ბერკეტი. ამის მერე მე და ბადრი ჯაფარიძე 2018 წელს დეკემბერში პროკურატურაში მოწმის სახით დაგვიბარეს დაკითხვაზე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმეზვრიშვილი: პანდემია მძვინვარებს და საზოგადოებამ ისიც არ იცის, რა გეგმა აქვს ხელისუფლება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – უახლოეს მომავალში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე, გონს თუ მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია