ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილს – ახლანდელი ეკონომიკის მინისტრი ერთადერთი ადამიანი იყო მაშინ, რომელიც სულ ცდილობდა, რომ რაღაც გამოსულიყო ანაკლიის პროექტიდან

„ეკონომიკის მინისტრი ესწრება სხდომაზე და ის ერთადერთი ადამიანი იყო მაშინ, რომელიც სულ ცდილობდა, რომ რაღაც გამოსულიყო ანაკლიის პროექტიდან, მაგრამ ახლა ვერ ცდილობს იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება არ გაგაჩნიათ.

თუ ინვესტორს 80 მილიონს წაართმევ, იქ ახალი ტენდერი ვერ ჩატარდება, იქ ახალი ინვესტორი არ შემოვა არა მარტო იმ პროექტში, არამედ საერთოდ არავინ შემოვა. ეს არის უმნიშვნელოვანესიო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში. ამიტომ შეხვდით სასწრაფოდ ინვესტორებს, შეაჩერეთ საერთაშორისო დავა, რომელიც ვაშინგტონში და ჟენევაში მიდის, გააფორმეთ შერიგების კონტრაქტი და ამის მერე ინვესტორებიც გამოჩნდებიან“, – განაცხადა ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე ღარიბაშვილს: კომუნისტებიც კი 5 წლიან გეგმას ამტკიცებდნენ იმიტომ, რომ 10 წლის შემდეგ რა შეიძლება იყოს წარმოუდგენელია
შემდეგი სტატიათავდასხმა პრესის ჯიხურის გამყიდველზე – ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა