ხაზარაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, გადაწყვეტილებას მივიღებ იმის მიხედვით, თუ რა მიზნები ექნება – ლევან კობერიძე

ვინ იქნება მამუკა ხაზარაძის გვერდით ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხაზარაძის გუნდში შესაძლოა, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატები იყვნენ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ მას მამუკა ხაზარაძესთან არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ჯერ პოლიტიკურ ველზე უნდა შემოვიდეს, გაირკვეს მისი გეგმები და ამის შემდეგ შეიძლება ისაუბრონ პოლიტიკურ პარტნიორობაზე.

„2020-ში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, იქნება მამუკა ხაზარაძე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში იქნება დაინტერესებული, იქნება ეს პარტია თუ ჯგუფი, მე გადაწყვეტილებას მივიღებ იმისდა მიხედვით, თუ მათ რა მიზნები და გეგმები ექნებათ, რამდენად შეიძლება, დაემთხვეს ჩვენი მიზნები, გეგმები და ღირებულებები იმ საერთო საქმეში, რასაც ქვეყნის და საქართველოს მოსახლეობის უკეთესი ცხოვრება ქმნის. ეს იქნება კრიტერიუმი, ამიტომ, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩემთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. პოლიტიკაში შემოსვლის დროს მის მიმართ გაჩნდება გაცილებით უფრო მწვავე კითხვები, ვიდრე, მაგალითად, დღეს არის. ამიტომ, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიტოლსტოი – მსოფლიო რუკაზე არსებობს ორი ბოროტი ინვალიდი თავიანთი ტერიტორიების ნაწილის გარეშე – შეუმდგარი სახელმწიფოები საქართველო და უკრაინა
შემდეგი სტატიასაქართველოს უცხოური მედიის 200-მდე წარმომადგენელი ეწვევა