“ფსევდოოპოზიცია, ვინც თამაშობს ქართული ოცნების თამაშს”, – ასე აფასებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე “გირჩის” მიერ დაანონსებულ ამნისტიას. როგორც ხაზარაძე ამბობს, “გირჩი” “ქართული ოცნების” იდეას ახმოვანებს.
ხაზარაძის თქმით, “გირჩი” მმართველ პარტიასთან სინქრონშია.
პოლიტიკური კლასი ჩამოსაყალიბებელია, იმიტომ, რომ ეს ფსევდოოპოზიციონერები – ვინც თამაშობს “ქართული ოცნების” თამაშს, თუნდაც ამნისტიის კანონი, ვინც შემოიტანა, გირჩი – ერთი მხრივ, “ოცნება” გვირტყამს, სინქრონში ეს “გირჩი”, რომლებსაც ერთხელ ვურჩიე, რომ რაღაცების მოწევას, გაკრეჭილები დადიან, შეეშვით ბანერების გამოდებას, ვითომ თქვენი მოფიქრებულია ეგ ამნისტიის კანონი, ეს ის ხალხი, ვინც ივანიშვილის დავალებას ასრულებდა – მთელი ქვეყანა მარიხუანების პლანტაციად უნდა გადაექციათ, ეს ის ხალხი, რომლებმაც ქართველ ახალგაზრდებს უთხრა, რომ რელიგია შეიცვალე და ჯარში არ წახვიდე – მე არ ვლაპარაკობ, რომ კარგი ჯარი გვაქვს – ეს არის პოლიტიკური პარტია? გამოდიან და ჩვენ ვითომ გვირტყამენ, გაიარეთ რა, თუ ძმები ხართ, კარგად იყავით, ვის რაში სჭირდებით, ვის რაში სჭირდება ასეთი პოლიტიკა, ეს ხომ ქართული ოცნების გამხმოვანებელია,“ – ამბობს ხაზარაძე.