“გიორგი ბაჩიაშვილზე საპატიმროში მომხდარი თავდასხმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს კრიმინალური რეჟიმის ნამდვილ სახეს!
ამ ბანდის მეთაური ბიძინა ივანიშვილია, რომლის მენტალობა და მეთოდები კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა. მისი მიდგომა ერთი-ერთში იმეორებს რუსეთში გამეფებულ ძალადობას და მართვის სტილს. ეს არის ტიპური სახელმწიფო რეკეტი!
ჩემი სოლიდარობა გიორგი ბაჩიაშვილს! კრიმინალების ადგილი ხელისუფლებაში არ უნდა იყოს! ეს დღეც მალე დადგება!”- წერს ძლიერი საქართველოს პატიმრობაში მყოფი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში


















