ხაზარაძე: ეს არის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ვენდეტა, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი

ეს არის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ვენდეტა, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც დღეს მოსამართლემ 11 იანვრისთვის გადადო.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა ის რუსულ-მენტალური მმართველობა, რომელიც საქართველოშია, დასრულდება. მან ივანიშვილს სასამართლოს ეზოდან მიმართა: “ჩვენ დაგასრულებთ, გაგიშვებთ პენსიაზე და ეს მენტალობა ამ ქვეყანაში დასრულდება და ნამდვილი, თავისუფლებისმოყვარულ ხალხი დაიწყებს ახალი საქართველოს მშენებელობას”- განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხაზარაძის თქმით, რაც უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ, ეს იქნება პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი. თავად საქმეზე საუბრისას კი ხაზარაძე ამბობს, რომ გააკეთებდა იგივეს, რადგან მას დანაშული არ ჩაუდენია და პირიქით, 100 ათასობით მოქალაქე მაშინ ანაბრების დაკარგვას გადაურჩა

“რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ჩემ შინაგან რწმენას ვერაფერი ვერ დააკლდება. მე ვიცი რისთვის ვიბრძვი ჩემ მეგობრებთან ერთად, მე ვიცი რამხელა სიკეთე შეუძლია ამ ქვეყანაში თითოეულ თქვეთაგანს თუ გავერთიანდებით და უარს ვეტყვით ამ ჭაობს…

ეს არის ჭაობი და თუ გინდათ დარწმუნდეთ რატომ არის ჭაობი და საბჭოთა კავშირი, დიდი ბოდიში, მაგრამ შებრძანდით საპირფარეშოში, თუ გინდათ გაარჩიოთ საბჭოთა კავშირის მენტალობა რომელია, უნდა შეხვიდე ან სასადილოში, ან საპირფარეშოში.” განაცხადა მამუკა ხაზარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაში17 მაისის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს €193 500-ის გადახდა დააკისრა
შემდეგი სტატიაეს არის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ვენდეტა, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი