ხაზარაძე: დღესაც ბრძოლაში ვართ! ჩვენი თავისუფლება რუსული რეჟიმის შეცვლასა და პატიმრების გათავისუფლებაზე გადის, ამიტომ თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

დღესაც ბრძოლაში ვართ! დღესაც ჩვენი თავისუფლება რუსული რეჟიმის შეცვლასა და პატიმრების გათავისუფლებაზე გადის, ამიტომ თავისუფლება პოლიტპატიმრებს!,- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის თქმით, “ქართველებმა ბევრი ბრძოლა გაიარეა, ბევრი სისხლი დაღვარეს ამ 107 წლის მანძილზე, რომ დღევანდელობამდე მოეტანა ეს დღე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ქვეყნის თავისუფლების ათვლის წერტილი!“

107 წლის წინ, მაშინ, როცა “საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა”, ქართველ ერს მისი დაცვა და მოფრთხილება ღირსების საქმედ გვექცა. ბევრი ბრძოლა გავიარეთ, ბევრი სისხლი დავღვარეთ ამ 107 წლის მანძილზე, რომ დღევანდელობამდე მოგვეტანა ეს დღე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ჩვენი თავისუფლების ათვლის წერტილი! დღესაც ბრძოლაში ვართ! დღესაც მსხვერპლის გაღება გვიწევს! დღესაც რუსული რეჟიმის პირისპირ ვდგავართ, რომ არ წაგვართვან ის მთავარი, რასაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია. ამიტომ, დღეს, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე და გამბედაობა გვმართებს ამ ფასეულობების დასაცავად. დღეს ჩვენი თავისუფლება რუსული რეჟიმის შეცვლაზე და პატიმრების გათავისუფლებაზე გადის! ამიტომ! – თავისუფლება პოლიტპატიმრებს! გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!” – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: პუტინი სრულიად გაგიჟდა – მშვიდობიან მოსახლეობას კლავს
შემდეგი სტატიაილია მეორე – სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს – დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება