21.4 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ხაზარაძე: დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეკლესიამ კვლავაც შეძლოს საზოგადოების გამთლიანება

“დღეს ისტორიული დღეა – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი საჭეთმპყრობელი ჰყავს.

ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს ამ უმნიშვნელოვანეს მისიას და მჯერა რომ ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს უდიდესი პატრიარქის, ილია მეორის გზას, რომელმაც მოღვაწეობის მანძილზე, უმძიმეს პერიოდებში გააერთიანა ქვეყანა, გააძლიერა ეკლესია და მრავალი თაობისთვის იქცა სულიერი სიმტკიცის მაგალითად.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ კვლავაც შეძლოს საზოგადოების გამთლიანება, ადამიანებს შორის ნდობისა და თანადგომის გაძლიერება, ქვეყნის მშვიდობიანი და ღირსეული განვითარების მხარდაჭერა.

საქართველო ისტორიულად არის ქვეყანა, სადაც რწმენა, ტრადიცია და ევროპული მომავალი ერთმანეთის თანმხვედრია. ძლიერი სახელმწიფო შენდება მაშინ, როდესაც დაცულია როგორც სულიერი ფასეულობები, ისე თავისუფლება, ღირსება და ადამიანის პატივისცემა”, – წერს  „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე: ვიცი, რომ მეუფე ზენონმა პატრიარქ შიოს უთხრა: “ცივილიზებული ადამიანები ვართ და ურთიერთობას მოვახერხებთო”
შემდეგი სტატიაზელენსკი: მადლიერი ვარ ევროკავშირის და ყველა ქვეყნის, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას ისახავს მიზნად