“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.
ხაზარაძე ეხმაურება მედიის ინფორმაციას პრემიერის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტებისთვის გამოყენების თაობაზე და “აღვირახსნილ კანონდარღვევას” უწოდებს.
“დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა! საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი… თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა – იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!” – წერს ხაზარაძე.