ხაზარაძე – დამოუკიდებელი პარტია ვართ და მერობის კანდიდატზე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ

დამოუკიდებელი პარტია ვართ და მერობის კანდიდატზე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, – განუცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.

„დამოუკიდებელი პარტია ვართ და შესაბამისად, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ. ამ თემაზე ჯერ პარტიაში მსჯელობა არ გვქონია. ჩვენთვის მთავარია სტაბილიზაცია ქვეყნის მასშტაბით; მთავარია, ნიკა მელია გამოვიდეს გარეთ და ნიკა სხვა პარტიას წარმოადგენს, ჩვენ სხვა პარტიას.

მაგრამ ამ სიტუაციაში, ამ პროტესტში ჩვენ ვართ გაერთიანებული. მერე „ლელო“ როგორ იქნება, დამოუკიდებლად წარმოადგენს კანდიდატურას თუ ვინმესთან ერთად, ამას ცალკე მოგახსენებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – მოვუწოდებთ პრეზიდენტს, ვეტო დაადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებას
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს შენობაში გმირების უკვდავსაყოფად ხსოვნის წიგნი გაიხსნა