ხაზარაძე – ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა

სტაბილურობის გარანტია არ არის მხოლოდ პოლიტიკური გარანტია, სტაბილურობის გარანტია არის ჩვენი ხალხი, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას.

მისივე თქმით, ქვეყანა და ქართველი ხალხი დააფიქსირებს ცვლილებებს, რაც განაპირობებს რიგგარეშე არჩევნებს.

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სტაბილურობის გარანტია არ არის მხოლოდ პოლიტიკური გარანტია. სტაბილურობის გარანტია არის ჩვენი ხალხი. სწორედ სტაბილურობას ემსახურება ჩვენი ხვალინდელი არჩევნები, თითოეული მოქალაქის აქტიურობა და ხმების დაცვა. ჩვენ, როდესაც ვისწავლით ამ პროცესის მართვას, მხედველობაში მყავს ჩვენი ამომრჩეველი, დამერწმუნეთ, სტაბილურობა მაშინ იქმნება.

აქცია და ნებისმიერი ქმედება მაშინ არის საჭირო, როდესაც რაღაც ირღვევა. თუ ხვალ დავადასტურებთ და დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია და მთლიანად ხალხი ცვლილებებს დაუჭერს მხარს, მაშინ ვფიქრობ, არანაირი აქცია არ გვჭირდება. ქვეყანა და ქართველი ხალხი დააფიქსირებს ცვლილებებს და ეს განაპირობებს რიგგარეშე არჩევნებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი – ეს არის მიხეილ სააკაშვილის ბოლო გასროლა
შემდეგი სტატიაარჩევნები 2021 – შსს-ს განცხადება