ხაზარაძე – ჩვენი საქმის სამივე პროკურორი ფინანსურ ნაწილში „უკიდურესი უცოდინრობით გამოირჩევა“

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმეზე დამატებით ჩანიშნული სასამართლო პროცესები არ გადაიდება. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა ბადრი ჯაფარიძემ დააყენა. როგორც მან განმარტა, სასამართლო პროცესები არჩევნების ჩატარების შემდეგ უნდა გაიმართოს, ვინაიდან მათ სხდომებზე დასწრება სურთ. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მათი დასწრების გარეშე შესაძლოა, ბრალდების მხარის მხრიდან ინფორმაციის შეგნებულ დამახინჯებას ან კომპეტენციის ნაკლებობას ჰქონდეს ადგილი, რის გამოც, ისინიც სხდომებს უნდა დაესწრონ.

აღნიშნულიშუამდგომლობისშემდეგსხდომათადარბაზშიმცირეხმაურიიყო.

„ეს არის უსირცხვილო, უსინდისო ტყუილი, ეს არ შეგრჩებათ. შეუძლებელია ამ სიბინძურის მოსმენა. ასეთი ტყუილის ქვეშ როგორ უნდა იცხოვროთ”, – ამ სიტყვებით მიმართა ბადრი ჯაფარიძემ საქმის ერთ-ერთ პროკურორს მას შემდეგ, რაც პროკურორმა განაცხადა, რომ სესხის აღებით მათ გაიზარდეს ფინანსური აქტივი და რომ მათ წინასწარ განზრახული ჰქონდათ, სესხის არ დაბრუნება. აღნიშნულის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ბრალდების მხარეს “მონები” უწოდა.

მან სხდომათა დარბაზიდან გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ საქმის სამივე პროკურორი ფინანსურ ნაწილში უკიდურესი უცოდინრობით გამოირჩევა. ხაზარაძემ შოთაძეს სთხოვა, აღნიშნული პროკურორები კვალიფიციური პროკურორებით ჩაანაცვლოს, რომელთაც ბრალდებულის თქმით, ელემენტარული ფინანსური განათლება ექნებათ.

„ჩვენ სკოლაში არ ვართ და მინდა ჩემ წინ კომპეტენტური ხალხი იჯდეს და კომპეტენტურ კითხვებს სვამდნენ. ფინანსურ ნაწილში ელემენტარული ცოდნა უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავჯდომარის მოადგილე – არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიდეოფიქსაცია დაინერგება
შემდეგი სტატიამორიგი დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში