ხაზარაძე: ჩვენ იმიტომ ვერ შევდექით სახელმწიფოდ, რომ დღესაც კი ვიღაც ამბობს თითქოს გავრილოვის ჩაჯდომა ამ სკამში ტრაგედია არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ იმიტომ ვერ შევდექით სახელმწიფოდ, რომ დღესაც კი ვიღაც ამბობს თითქოს გავრილოვის ჩაჯდომა ამ სკამში ტრაგედია არ ყოფილ.

“ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, შესაბამისად უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი და მკაფიო პოზიცია. ის ტურისტები, რომლებიც მოდიან და ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩამოსვლა, უნდა გრძნობდნენ, რომ მათ სახელმწიფოს გატაცებული ყავს, ჩვენი მოქალაქეები.” – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ ასევე, ესპანეთში დაკავებული ოთხი მეზღვაურის შესახებ ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით უპატრონოდ არიან მიტოვებულები და მათ სჭირდებათ სახელმწიფოს გვერდში დგომა და მხარდაჭერა, როგორც საზღვარგარეთ მყოფ თითოეულ მოქალაქეს.

მამუკა ხაზარაძე კახა კუჭავას – “ჩემი თხოვნაა, დაავალოთ შესაბამის უწყებებს, რომ ამ ახალგაზრდებმა – ნუკრი გოგიტიძე, სულიკო ბერიძე, დანიელ ცეცხლაძე და ლაშა ცეცხლაძე რომლებიც არიან იქ უპატრონოდ ფაქტიურად, იგრძნონ სახელმწიფოს მხარდაჭერა.”

მე მინდა გესაუბროთ იმ პრობლემაზე რომელიც ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით არის წარმოშობილი. მე მაგონდება ის პერიოდი როცა ჩვენ ომი გვქონდა 90-იან წლებში და ნახევარი საქართველო დუბაიში დადიოდა, შოპინგ ტურებზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს დიდო პრობლემა საზოგადოებაში და როგორც ერს იმიტომ რომ ვერ ჩამოვყალიბდით რა პოზიცია უნდა დავიკავᲝთ ოკუპაციის მიმართ, როგორ უნდა Დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ღირსება და საერთოდ სახელმწიფოს ღირსება. ჩვენ იმიტომ ვერ შევდექით სახელმწიფოდ, რომ დღესაც კი ვიღაცა ამბობს რომ გავრილოვის ჩაჯდომა ამ სკამში არაფერი დიდი ტრაგედია არ იყო, გახელაძის და ხვალ შეიძლება უამრავი სხვა გვარის გატაცება ჩვენი ტერიტორიიდან არაფერი არ იყო.

მოდით იქნებ ჩამოვყალიბდეთ ერთხელ და სამუდამოდ, ეს არ არის ოპოზიციის და პოზიციის საქმე, ეს არის სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხი. ქვეყანა არის პრაქტიკულად საომარ სიტუაციაში. ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული შესაბამისად უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი და მკაფიო პოზიცია. ის ტურისტები რომლებიც მოდიან და ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის უნდა გრძნობდეს, რომ აქ, მათ სახელმწიფოს არ უნდა ყავდეს ჩვენგან გატაცებული ჩვენი მოქალაქეები.

ჩემი თხოვნაა და ჩემი მოწოდებაა, ესეთი საკითხები სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები შევაჯეროთ და გამოვიდეთ ერთიანი პოზიციით. ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს სახელმწიფოს მხარდაჭერა. კარგი მაგალითია ისრაელი, როცა ერთ ადამიანს მოუკლავენ, მთელი ქვეყანა დგება და მდუმარებით გამოდის. აქ არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაში ხარ თუ პოზიციაში, მათ გააჩნიათ სახელმწიფო თვითშეგნება.

“მე გახლდით რამოდენიმე დღე აჭარაში. მქონდა შეხვედრა სხვა და სხვა ადამიანებთან და მათ შორის მშობლებთან იმ ქართველი მეზღვაურების, რომლებიც დაკავებულები არიან ესპანეთში, საკმაოდ მძიმე ბრალდებით. ისინი არიან წინასწარი საპატიმროების მდგომარეობაში და ჩემი თხოვნაა, დაავალოთ შესაბამის უწყებებს, რომ ამ ახალგაზრდებმა – ნუკრი გოგიტიძე, სულიკო ბერიძე, დანიელ ცეცხლაძე და ლაშა ცეცხლაძე, რომლებიც არიან იქ უპატრონოდ, იგრძნონ სახელმწიფოს მხარდაჭერა. მე არ შევდივარ იურიდიულ საკითხეᲑში, ეს სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ ის, რომ უცხოეთში ჩვენი მეზღვაურები გრძნობდნენ და ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც პროლემა აქვს უცხოეთში, გრძნობდეს სახელმწიფოს დახმარებას აი ეს ძალიან კონკრეტული საკითხია.- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

banner
წინა სტატიაშივაშაძე – თუ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტს დაარღვევს, მათ მიმართ სანქციები არ დააყოვნებს
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე, კახა კუჭავას: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის გამოცხადდეს კონკურსი და პარლამენტმა აირჩიოს ისინი