ხაზარაძე – ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე – არასოდეს დავთმობთ და არასოდეს შევეგუებით რუსული რეჟიმის ბატონობას ამ ქვეყანაში!

ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა! – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის თქმით, „რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება“.

„დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღია, 7 აგვისტო – დღე, როდესაც 16 წლის წინ, რუსეთმა მორიგ ჯერზე მთელი სისასტიკით შემოგვიტია, ასობით ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაგვაკარგვინა, ათობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, წაგვართვა ტერიტორიები და დღემდე ღია ჭრილობად გვრჩება.

ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა!

არასოდეს დავთმობთ და არასოდეს შევეგუებით რუსული რეჟიმის ბატონობას ამ ქვეყანაში! რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება!

დიდება გმირებს და დიდება ძლიერ საქართველოს, რომელსაც ყველა ერთად ავაშენებთ!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – 2008 წელს ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენით და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, პარტნიორებმა აქ ჩამოსვლით და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ
შემდეგი სტატიაესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ