ხაზარაძე: ბანკს დღესაც მამუკა ხაზარაძის სახელი რომ ჰქვია, ეს არის გაუნათლებლობის ბრალი

ვერ ნახავთ ვერცერთ დოკუმენტს, ან ჩანაწერს, ან სატელეფონო მოსმენას, სადაც მე ბოლო 3, 15 ან 25 წლის განმავლობაში ჩავრეულვარ ისეთ საქმიანობაში, რომელიც მე არ მეხებოდა, – ასე მიმართა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე პროკურორებს.

ხაზარაძის თქმით, ამიტომაა ყველა კომპანია საქართველოში წარმატებული მის გარეშეც.

„ეს ხომ წარმოუდგენელია საქართველოში?! ასეა! იმიტომაა ყველა ის კომპანია წარმატებული საქართელოში და უჩემოდაც აგრძელებენ წარმატებულ საქმიანობას, რომ ეს კულტურა დავამკვიდრე – გამჭვირვალობის ურთიერთვადლებულებისა და სერთაშორისო კორპორატიული მართვის. ეს გაუგებარია. ბანკს დღესაც მამუკა ხაზარაძის სახელი რომ ჰქვია, ეს არის გაუნათლებლობის ბრალი. ბანკი რომ ბოტებით არის სავსე და „ფეისბუკში“ გაიგივებული რომ ჰყავთ ბინების წართმევაზე, რაც არის უხეში დარტყმა ინდუსტრიაზე, ეს კიდევ სხვა პრობლემაა. სწორი მართვა არ გესმით და როგორ აგიხსნათ სხვანაირად?“, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: რა სამწუხაროა, რომ სახელმძღვანელოში შეტანილი ძალიან მძიმე ფაქტი მასწავლებლებმა არ გააპროტესტეს
შემდეგი სტატიამდინარაძე იან კელზე: ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს “ნაცმოძრაობას”