ხაზარაძე: ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში

„პირველი დოკუმენტი, რომელმაც ბატონმა დანიელსონმა წარმოადგინა ოპოზიციის 90%-ისთვის იყო მისაღები, შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა და იქცა წყლად და ჰაერად. იმედი მაქვს, რომ ბატონი დანიელსონის ხვალინდელი ვიზიტის დროს ვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც იქნება მისაღები არა „ლელოსთვის“ და ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში.

,,შეხვედრიდან რომ გამოვედი, პირველ რიგში ბატონ დანიელსონს გადავუხადე მადლობა, რადგან დავინახეთ სერიოზული მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ, რაც არის დასაფასებელი. მე მას ძალიან მკაფიოდ ვუთხარი, რომ მჯერა ევროპელი პარტნიორების და იმის, რომ მის მიერ გაკეთებული შემოთავაზება იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფი რეფორმირებისათვის და არა იმისთვის, რომ ორი მხარე შეარიგოს ერთმანეთს. ოპოზიციას უნდა ერთი რამ, რომ ვიხილოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანას დააწყებინებს ახალ ცხოვრებას.
ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, ჩვენ სხვანაირად ვერ ვხედავთ იმ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში და „ვითომ არაფერი არ მოხდა“. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ სიყალბეს, რომლითაც პირველი ნოემბრიდან დავიწყეთ პროტესტი და როგორც ჩვენ, ასევე მედიატორი ეძებს გზებს როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, ჩვენ გვაქვს ამოცანა, ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება
შემდეგი სტატიავაშაძე: დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, უნდა დავასრულოთ