ხაზარაძე: 6 დღეში ჩვენ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით რუსეთისკენ გავუშვებთ

თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი ვერ გააჩერებს. რუსული კანონებით და ყველა იმ ქმედებებით, რომლითაც ქართულმა ოცნებამ, რუსულმა ხელისუფლებამ საქართველოში გზა ქართველი ხალხის ნებას გადაუკეტა, ეს არ გაუვა.

სულ 6 დღე დარჩა და 6 დღეში ჩვენ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით გავუშვებთ იქ, სადაც მათი ადგილია, რუსეთისკენ. ეს ქვეყანა, იმ გზას დაადგება, რაც ჩვენი ეროვნული არჩევანია და ეს არის ევროპული არჩევანი, ეს არის კონსტიტუციით გამაგრებული ხალხის არჩევანი და სწორედ, ეს არის ხალხის გამოხატულება, რასაც ახლა თქვენ ხედავთ.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ადამიანს ხმა გავაგონოთ, რომელიც დღეს კიდევ ორჭოფობს მივიდეს, თუ არა არჩევნებზე. მათ უნდა დაინახონ, რომ მათი შვილების, ოჯახის წევრების ბედი და ასევე, შემოსავალი, კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ისინი არჩევნებზე მივიდნენ და ხმა განსხვავებას მისცენ,-განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია – „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, რომ მოვიდეს და ყველას დაანახოს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპაში
შემდეგი სტატია„დღეს არის ისტორიული დღე, ისტორიული შეკრება, რომელიც ექვს დღეში დაგვირგვინდება ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულებით”-იგორ ნარმანიამ