ხაზარაძე – 2 ოქტომბერს ძალიან დიდი უმრავლესობით სრულიად ოპოზიცია მოუგებს „ოცნებას“

მე მოლოდინი მაქვს და ამას დიდი ხანია ვამბობ, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები იქნება მთლიანად ოპოზიციის გამარჯვება, – ასე გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, ოპოზიციის გამარჯვება იქნება დასაწყისი იმ პროცესებისა, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ჩამოაყალიბებს კოალიციურ მმართველობას, რაც ხაზარაძის შეფასებით, არის ერთადერთი სწორი ევროპული გზა საქართველოს მართვის.

„ოპოზიციის გამარჯვება იქნება დასაწყისი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს რიგგარეშე არჩევნებს ისე, როგორც ამას ვამბობდით ერთი წლის წინ, მივიღებთ სრულად პროპორციულ არჩევნებს და ქვეყანა გადავა კოალიციურ მმართველობაზე, რაც არის ერთადერთი სწორი ევროპული გზა ჩვენი ქვეყნის მართვის.

საბოლოო ვერდიქტს ყოველთვის გამოიტანს ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი ხალხი, ამიტომ 2 ოქტომბერი იქნება იმით გამორჩეული, რომ ძალიან დიდი უმრავლესობით სრულიად ოპოზიცია მოუგებს „ქართულ ოცნებას“ და დაამთავრებს იმ ჭაობს, რომელიც მათ შექმნეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – საერთოდ არ არის საინტერესო სააკაშვილი ჩამოვა, თუ არ ჩამოვა
შემდეგი სტატიადეკანოიძე – კოლექტიური ფიფიები არის კოლექტიური კალაძეების და კარლო კალაძის დამსახურება