ყაზანის სკოლაში სროლის შედეგად მინიმუმ ცხრა ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ქალაქ ყაზანში 175-ე სკოლაში სროლის შედეგად მინიმუმ ცხრა პირი დაიღუპა – რვა სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი – “დოიჩე ველე” რუსული მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, სკოლის შენობაში ორი უცნობი შევიდა, ერთ-ერთი მათგანი 17 წლის ახალგაზრდა იყო, რომელმაც სროლის შემდეგ გაქცევა სცადა და ფანჯრიდან გადახტა. მეორე პირიც დაკავებულია.

სკოლის შენობასთან რუსეთის გვარდიის მებრძოლები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და პოლიციელები არიან მობილიზებული. ადგილზე მივიდა, ასევე, თათრეთის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვი.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვივა ჯგუფმა“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა
შემდეგი სტატიაეს არის ძალიან ბევრ რამეზე დამოკიდებული – მელია მერობის კანდიდატობაზე