ყაზახეთში უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, კარიმ მასიმოვი დააკავეს

ყაზახეთის ხელისუფლებამ ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, კარიმ მასიმოვი დააკავა. უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ის ღალატშია ეჭვმიტანილი.

არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე სხვა ოფიციალურ პირთან ერთად დააკავეს, თუმცა მათ შესახებ დამატებითი დეტალები და ვინაობა ცნობილი არაა.

Reuters-მა მასიმოვთან დაუყონებლივ დაკავშირება ვერ შეძლო.

მასიმოვი განიხილება, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ახლო მოკავშირე. ის ორჯერ იყო პრემიერ მინისტრი და ასევე იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნაზარბაევის დროს.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
შემდეგი სტატიათვითმფრინავი, რომელსაც ყაზახეთიდან 28 მგზავრი მოჰყავს, დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება