ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე, 25 წლის არჩილ დავითაძე გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. დავითაძე ასტანაში 18 მაისს დაიკარგა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. ცნობილია, რომ არჩილ დავითაძე ყაზახეთის მოქალაქეზე იყო დაქორწინებული და ქვეყანაში ცხოვრების უფლებით სარგებლობდა.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო “თაიმერმა” რამდენიმე დღის წინ ყაზახური მედიაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია ასტანაში ცნობილი ფსიქოლოგის მარინა პაშკოვსკაიას ქართველი მეუღლის არჩილ დავითაძის  უგზო-უკვლოდ დაიკარგვის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით,  25 წლის საქართველოს მოქალაქე არჩილ დავითაძე 18 მაისის 15 საათის შემდგომ არავის უნახავს. მან ტელეფონზე პასუხის გაცემაც შეწყვიტა,ხოლო 19 მაისიდან მისი ტელეფონი გათიშა.
ყაზახური მედიის ცნობით, დავითაძე ასტანაში ლეგალურად ცხოვრობდა და მას კანონიერ მეუღლესთან 3 წლის გოგო ჰყავს. მეუღლის განცხადებით, არჩილი წყნარი, წესიერ, არააზარტული ადამიანია, რომელსაც არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია და არც არანაირი დავალიანება ვინმესი.
,,ის დოკუმენტებსაც მუდამ თან ატარებდა და არასდროს დიდი ხნით არ იგვიანებდა, რადგან სახლში პატარა გვყავს,, აცხადებდა მარინა პაშკოვსკაია.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეებმა გუბერნიის შესასვლელთან პროტესტის ნიშნად ყვავილების გვირგვინი მიიტანეს
შემდეგი სტატიასაგანგებო ბრიფინგი შსს-ში ფარცხალაძე-თორიდას საქმეზე