ყაზახეთში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა – ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა

ყაზახეთის ყარაგანდას ოლქში, მაღაროში გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„კოსტენკოს მაღაროში 38 დაღუპული ადამიანის ცხედარი იპოვეს, რვა მაღაროელის ძებნა გრძელდება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შახტიდან 208 მაღაროელი ამოიყვანეს, მათგან 18-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ლავაში მეთანის გაზის აფეთქება გახდა.

ყაზახეთში 29 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიზარქუა – პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა, გვაქვს უმრავლესობა, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ქაოსი და არეულობა მოაწყოს ჩვენს ქვეყანაში
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ევროინტეგრაციის გზაზე, ეს პროცესი შეუქცევადია – კალაძე