ყაზახეთში, ეთნიკური დუნგანების სოფლის, სამანჩის გადაწვის და დარბევის კადრები

ყაზახურ მედიაში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია, რომ კონფლიქტი პოლიციასთან შეტაკების გამო დაიწყო, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია და ათეულობით ვიდეოკადრი სხვა რამეზე მეტყველებს.
ეთნო კონფლიქტი დაიწყო სამანჩიში, სადაც დუნგანებმა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული ჩხუბის დროს, სცემეს, მეზობელი სოფლის კარაქემერის მკვიდრი. სოფლის, რომელიც ყაზახებითა არის დასახლებული. პოლიციის ჩარევამ კი უფრო გაამძაფრა ეს კონფლიქტი, რადგან მათ დამნაშავის დაკავება, სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგობის გამო ვერ შესძლეს.
წუხელ ღამე, კარაქემერიდან ათასამდე ცივი და ცეცსლსასროლი იარაღით შეიარაღებული ადამიანი ჩავიდა შურის საძიებლად სამანჩიში, რა დროსაც გადაწვეს და დაარბიეს უმარავი სახლი, კერძო იბიექტი და ავტომანქანა… შეტაკებების დროს დაიღუპა 10-მდე ადამიანი, დაჭრილია 140-მდე. ამ დროისთვის სოფლების ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგამგებო მდგომარეობა და შეყვანილია სპეზდანიშნულების მაწილები.

 

ავტორი: კახაბერ ადამია

https://www.facebook.com/kakhaber.adamia/videos/1497378523755663/?t=10

https://www.facebook.com/kakhaber.adamia/videos/pcb.1497658633727652/1497646050395577/?type=3&__tn__=HH-R&eid=ARBNNOqQBgSMKIZms5tjIh048BMk5_XNSpTg8zEYsDHU6qTikJhW64rBvNTz3p2rYuaZkBkGZayxivHA

banner
წინა სტატიაშიზვიად შალამბერიძე საქართველოს კონსულთან ერთად ოდესაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია ჩემი