ყაზახეთში ექსტრემისტების მასობრივი წმენდა დაიწყო

ყაზახეთის უსაფრთხოების ეროვნულმა კომიტეტმა ალმა-ატაში და ქვეყნის სამ რაიონში ექსტრემისტული დაჯგუფება “ატ-ტაკფირ უალ-ხიდჟრას” წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო.
როგორც კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, უკვე დაკავებულია 16 ადამიანი, მათ სახლებში მიდის ჩხრეკა, მათ რელიგიური შუღლის გაჩაღების გამო ბრალდება წაუყენეს.
დაჯგუფება “ატ-ტაკფირ უალ-ხიდჟრა” აკრძალულია აშშ-ში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ლიბანში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაში. ტაკფირიზმი ისლამში ერეტიკული სიახლეა. 2005 წელს იორდანიის მეფე აბდალა მე-2-ს ინიციატივით, 500-ზე მეტმა მუსლიმმა პოლიტიკურმა ლიდერმა და რელიგიურმა მსახურმა მოაწერა ხელი “ამანის გზავნილს”, რომელიც ისლამურ ექსტრემიზმს გმობს და ტაკფირიზმის მიმდევრებს ურწმუნოებს უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში შობა-ახალი წლისათვის უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები შემოიღეს
შემდეგი სტატიაბერლინის ტერაქტზე პოლიცია ტუნისის მოქალაქეს ეძებს