ყაზახეთში, ცეცხლნასროლი ჭრილობით 11 წლის მოზარდი დაიღუპა

ცეცხლნასროლი ჭრილობის გამო, ყაზახეთში, ალმათში, 11 წლის მოზარდი დაიღუპა.

რუსული მედია ინფორმაციას ყაზახეთის ბავშთა უფლებების დამცველი ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა ქუჩაში, რა დროსაც ისინი ორმხრივ სროლაში მოყვნენ.

მძიმე დაზიანებები აქვს კიდევ ერთ არასრულწლოვანს. 15 წლის მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით ის მანქანით მამასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც სროლაში მოყვნენ.

banner
წინა სტატიაში„ტვ პირველის“ მიერ დაქირავებული ექსპერტის ინფორმაციით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გვამზე „შავბნელ მანიპულაციას“ ადგილი არ ჰქონია
შემდეგი სტატიასაქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები აღდგა