ყაზახეთში არეულობას 22 წლის ქართველი ემსხვერპლა

ყაზახეთში არეულობის დროს 22 წლის ქართველი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდა ისრაელის მოქალაქე იყო.

ის პარასკევს, ქალაქ ალმათში დაიღუპა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბიჭი წლების მანძილზე შუა აზიის ქვეყანაში ცხოვრობდა, ყაზახეთში იმყოფებიან მისი მშობლებიც. სამინისტრო ამბობს, რომ მუშაობენ ცხედრის ისრაელში გადასასვენებლად.

საინფორმაციო საიტი Walla-ს ცნობით, გარდაცვლილის ოჯახმა განაცხადა, რომ ის სამსახურში მანქანით მიდიოდა, რა დროსაც ესროლეს. ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი – რუსეთი ორ მეზობელ სახელმწიფოში, საქართველოსა და უკრაინაში შეიჭრა, მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ მოლდოვაში ჰყავს შეიარაღებული ძალები და საბრძოლო მასალა
შემდეგი სტატია“თავისუფლება მიშას” – საპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან