ყაზახეთმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საკუთარი ვაქცინა გამოუშვა

ყაზახეთმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საკუთარი ვაქცინა QazCovid-in-ი, იგივე QazVac-ი გამოუშვა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ალექს ცოიმ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. Agence France-Presse-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინა ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების კვლევით ინსტიტუტში შეიქმნა და უკვე 50 ათასი ერთეული გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინის გაკეთების შემდეგ თქვა, რომ “თავს კარგად გრძობს”. ყაზახეთი ვაქცინის მასობრივი წარმოებისთვის პარტნიორებს ეძებს თურქეთში. ვაქცინა გამოცდის მესამე ეტაპს გადის – “გარდიანი” წერს.
ცოის თქმით, ქვეყანაში ყოველი მე-20 ადამიანი აცრილია რუსული “სპუტნიკ V”-ით.

banner
წინა სტატიაშიფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის გასულ 48 საათში ხუთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება